ისტორია

მე-18 საჯარო სკოლა და მისი შემოგარენი  
წარმოშობა

       დიდუბის ისტორია დიდუბე იყო თბილისის ერთ-ერთი შემოსასვლელი კარიბჭე. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა. XII საუკუნეში დიდუბე უკვე სამეფო დომენია, სადაც ერთიანი საქარჩველოს მეფემ გიიორგი III ააგო სასახლე და კარის ეკლესია. დიდუბის ეკლესიის შესახებ ცნობებს იძლევა დეკანოზი დ. ღამბაშიძე, დიდუბეს მყოფი თამარის დედა დედოფალი ბურდუხან მძიმედ შეიქმნა. გიორგი მეფემ აღთქმა მისცა ღმერთს, დიდუბეში ეკლესია აეშენებიანა, თუ დედოფალი მშვიდობით მორჩებოდა. მშვიდობით მორჩა დედოფალი და გიორგი მეფემ ამ ადგილას ააგო სასახლე და ეკლესია. ქალაქის პირა სოფლებს უდიდესი მნისშვნელობა ჰქონდათ ქალაქის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასასრულს საქართველოს მეფე საჯდომ ადგილს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ირჩევს, აქ ჩქეფს სიცოცხლე, ნაირ-ნაირი საქონლით დატვირთული ქარავნები თბილისში “ქალაქის კარით" შედის (თბილისს 5 კარი ჰკონდა). ალაფს მტკვრის მარცხენა ნაპირზე ქალაქის კარიდან გლდანამდე ჰფენს. თამარ მეფე ჯვარს დიდუბის ეკლესიაში იწერს, ქორწილსაც დიდუბის სასახლეში იხდის და შამქორის ბრძოლის გამარჯვების ზეიმსაც (1195წ). დიდუბეში თამარის დროს არაგვიდან გაყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა და ქართული ისტორიის ასპარეზიდან თითქმის XVII საუკუნემდე ქრება. XII საუკუნიდან მოყოლებული მტრების გამუდმებული შემოსევების შედეგად ერთიანი სახელმწიფოს სიძლიერე ირყევა, XII საუკუნეში ჯალალედინის უსასტიკესი დამპყრობლის შემოსევის დროს. XVII საუკუნეში დიდუბის აღდგენა და ხელახალი დასახლება მომხდარა ქართლის მეფის ძალისხმევით. მე-18 საუკუნის დასაწყისში დიდუბე მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ეს ადგილი უკვე განაშენიანებული იყო საცხოვრებელი სახლებით, საწარმო შენობებით, მაუდმწარმოებელი კომბინატით (1921), რადიოქარხნითა და ელექტრო გამშვები ქარხნით. მე-18 სკოლის ისტორია 1870-იან წლებში დამთავრდა თავად გედევანიშვილების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სახლი ორსართულიანი იყო, ლამაზი აივნებით, ანტიკვარული ნივთებითა და მშვენიერი ბაღით. გედევანიშვილები ძირითადად სამხედრო საქმიანობას ეწეოდნენ და მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ.
      1917 წლის ბურჟუაზიულ - დემოკრატიული რევოლუციის დროს მენშევიკების მხარეს დადგნენ და კიდევაც იზეიმეს მთელ ქართველ ხალხთან ერთად 1918 წლის 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1921 წლის თებერვალში გენერალი გედევანიშვილი მცხეთის მისადგომებს იცავდა ბოლშევიკური წითელი არმიის შემოტევისაგან. ბებრის ციხესთან სწორედ მისი ზარბაზნები გრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ.
      გედევანიშვილების ოჯახიც საქართველოს მთავრობასთან ერთად გაიხიზნა ემიგრაციაში. გამოიკეტა მათი სახლი დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. 1922 წელს რევკომის გადაწყვეტილებით, გედევანიშვილების სახლში სკოლა განთავსდა. მას რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, ბოლოს იწოდა მე-18 საჯარო სკოლად. მასში აღიზარდა არა ერთი სამამულო ომის გმირი, აკადემიკოსი, პროფესორი, მხატვარი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი და სხვ.
1982 წელს გედევანიშვილების ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი დაანგრიეს. უბინაოდ დარჩენილი სკოლა შეიხიზნა მე-19 რუსულმა საშუალო სკოლამ, ქუთაისის ქუჩაზე. 1986 წელს სკოლა დაბრუნდა ახლად აშენებულ შენობაში, სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას. 1987 წელს მას ეწოდა დავით აღმაშენებლის სახელი.
      1988 წელს შეიქმნა სასკოლო ტელევიზია. 1991 წელს გაიხსნა ჰუმანიტარული პროფილის ლიცეუმი სამწლიანი სწავლებით (X,XI,XIIკლ). 1994 წელს სკოლაში შეიქმნა მოსწავლეთა თავისუფალი , პატრიოტული , არაპარტიული ორგანიზაცია, თვითმმართველობის ორგანო "დავითისანი“ („მემკვიდრენი დავით აღმაშენებლისა“).
      „დავითისანს“ აქვს დროშა, გერბი, ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიცაა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ევგენია სახუგაშვილი, ხოლო მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას სკოლის სახელით.
     სკოლაში რეგულარულად, ყოველი წლის 8 თებერვალს ტარდება დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი კონფერენციები, მისი ხსოვნის აღსანიშნავი ღონისძიებები. ამავე დღეს ხდება დავით აღმაშენებლის ძეგლის შემკობა გვირგვინით, „დავითისანში“ ახალ წევრებად მეხუთეკლასელების საზეიმო მიღება და ფიცის დადება.

„დავითისანის“ ჰიმნი

გიხაროდენ, მამულო-
ძენი დავითისანი.
შენი ახალ-უხლები,
ჯოგები ირმისანი.
შენი გოგობიჭები,
მამა-პაპის ზნისანი,
შენი თეთრი რაშები
და ლეკვები მგლისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“
შენი მადლით გაბრწყინდეს
დიდგორი და ისანი,
ღვთისმშობელი გფარავდეს
და კალთანი ღვთისანი!
შენი ფიცხი მართვენი
შევარდენის ფრთისანი,
ამოწვდილი გორდები
შენი ქარქაშისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ.
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“ ნუ გექნება ნაღველი
შენი მიწა-წყლისანი,
დარდი გადაიყარე
შეცთომილი ძისანი!
თვალად ვარსკვლავ-ბიჭები,
ტანად ალვის ხისანი,
შენს უღელში შებმულან
ძენი დავითისანი,
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“
ევგენია სახუგაშვილი

       ამ სკოლას წლების მანძილზე ხელმძღვალელობდა არა ერთი სახელოვანი დირექტორი: ა.კარტოზია , ნ. ბულისკირია, ვ.შანიძე, ლ.მგალობლიშვილი, აკ.ელიაური, ს.წიქარიძე.თ.მუსერიძე, დღეს - დღეობით სკოლას ხელმძღვანელობს თამარ ხორავა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
       2007-2008 წ. სკოლაში ჩატარდა რემონტი. სკოლას აქვს კომფორტული, ნათელი, სასწავლო ოთახები, კარგად ახჭურვილი კაბინეტ - ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, თანამედროვე დონეზე აგებული სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, ინფორმატიკის კაბინეტი, სადაც გამოცდილი მასწავლებლების წყალობით არ წყდება დაინტერესებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა საქმიანობა. აქვე მოქმედებს ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომლის ხელმძღვანელს ე.სახუგაშვილს ეკუთვნის სკოლის ჰიმნი. სკოლაში მოქმედებს ბიბლიოთეკა, სასადილო და ექიმის ოთახი. მიმზიდველია სკოლის ფოიე, სკოლის კორიდორები.
       წლების მანძილზე სკოლა რესპუბლიკის მასწავლებელთა დახელოვნების ისტიტუტის საბაზო სკოლა იყო. მე-18 საჯარო სკოლაში მოღვაწეობდნენ არა ერთი სახელოვანი პედაგოგები: ვ.ჭანიშვილი, პ.კანკია, ს. ლორთქიფანიძე, ლ.ხოტელაშვილი, შ.ხომერიკი, ც.გოგავა, ე.გუგუშვილი, ც.ციციშვილი, თ.ცხვარაშვილი, ნ.ლეჟავა, ი.უროტაძე მ.შავლაყაძე, ლ.ცერცვაძე, დ.ტაბიძე ჟ.ზუბიაშვილი, მ.აბაშიძე, ე.ტუხაშვილი და მრავალი სხვა.